Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
16-04-2015, 13:47
ნანახია: 1026

შესაძლოა  მედეა ვასაძემ  უმაღლესი საბჭოს დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ითხოვს კომისიების კვოტირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სესიაზე განიხილონ. კვოტირების ახალი წესების მიხედვით კომისიებში 5-ის ნაცვად 7 წევრი იქნება. უმაღლესი საბჭოს კოალიციის მანდატით მყოფი დეპუტატების განცხადებით მათთვის კვოტირების ეს სისტემა მიუღებელია და ამ წესის მიხედვით, კომისიების მართვა ოპოზიციის ხელში გადავა. 


თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, კოალიციის წევრები დატოვებენ კომისიებს, რის გამოც კომისიების ნაწილი მუშაობას ვეღარ შეძლებს." ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი პეტრე ზამბახიძე პლენარული სხდომის დღის წესრიგში აღნიშნული საკითხის ჩასმას ითხოვს.


"პოლიტიკური სიჯანსაღე აკლია ამ გადაწყვეტილებას. მუშაობის პრობლემა შეექმნება იმ კომისიებს, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ ხელმძღვანელები. რატომ გინდათ ჩვენ დავაყენოთ პრეზიდენტის წინაშე ეს წინადადება, რომ დათხოვნილი იქნას უმაღლესი საბჭო? ინიციატორი არის ბაციკაძეო. მოგიწოდებთ ჩემს ძველ მეგობარს, შეიძლება მომავალშიც მეგობარს. ნუ აყვებით ბაციკაძეს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ" - მიმართა მედეა ვასაძემ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს.