Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
17-04-2015, 12:47
ნანახია: 928

რატომ მიმართავს დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს?

ბოლო პერიოდში სასწრაფო სამედიცინო მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

"მოძალადე, რომელიც მედპერსონალზე ხელს აღმართავს, არღვევს არა მხოლოდ მათ უფლებებს, არამედ საფრთხეში აგდებს იმ პაციენტების სიცოცხლესაც, რომელთა დასახმარებლად მიემართება სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ყოველგვარი ძალადობა მიუღებელია ჩვენთვის, მაგრამ განსაკუთრებულ კითხვებს ბადებს მედპერსონალზე განხორციელებული ძალადობა, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის გადასრჩენად იღწვიან. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები და შეწყდეს მედპერსონალზე ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტები. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მკაცრ კონტროლზე აიყვანს ამ საკითხს და მაქსიმალურად დაიცავს ჩვენი კოლეგების უფლებებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.