Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
17-04-2015, 14:07
ნანახია: 1435

თამარ სანიკიძემ გორში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი  ამჯერად, ქალაქ გორში გახსნა. ანალოგიური ცენტრები უკვე ფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში.

ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი 6-დან 18 წლამდე ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მათ ოჯახებს უფასო, კვალიფიციურ, ფსიქო-სოციალურ მომსახურებას სთავაზობს.

ფსიქოლოგიური ცენტრი წარმოადგენს მულტიდისციპლინარულ გუნდს, რომელშიც დასაქმებულნი არიან კონკურსის შედეგად შერჩეული მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ბავშვთა ფსიქიატრები.

მოზარდში ქცევითი და ემოციური პრობლემები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გარეგანი, ასევე შენაგანი ფაქტორებისაგან. ფსიქო-სოცილაური მომსახურების გაწევა მოიცავს რამდენიმე მიმართელებით მუშაობას: ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მიერ ფსიქიკური, ქცევითი და ემოციური პრობლემის იდენტიფიკაციას, ფსიქო-კორექციას, ფსიქოთერაპიას და პარალელურად, სოციალური მუშაკის მიერ გარე ფაქტორების დადგენას და მოგვარებას. ცენტრის მულტიდისციპლინარული ჯგუფი მუშაობს ბავშვებთან, მათ მშობლებთან, საჭიროების შემთხვევაში ასევე მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან.


სამომავლოდ, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გახსნა რუსთავსა და ზუგდიდში იგეგმება.