ზაქარია ქუცნაშვილი: ეს საბოტაჟის პირდაპირი გამოვლინებაა

ზაქარია ქუცნაშვილი: ეს საბოტაჟის პირდაპირი გამოვლინებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საბოტაჟს ეწევა. ამის შესახებ ქუცნაშვილმა პარლამენტში ჩაშლილი სხდომის კომენტირებისას განაცხადა.

"ეს არის კლასიკური გამოვლინება საბოტაჟისა, იმიტომ, რომ ისინი პირდაპირს უარს აცხადებენ თბილისის პარლამენტში საქმიანობაზე და ხელფას კი იღებენ და ამას ამართლებენ იმით, რომ ქუთაისში უნდა ვიმუშაოთ. კი ბატონო, ქუთაისში ვართ და რეალურად სხედან დარბაზებში, ტექნიკური შეფერხება არ არსებობს და ეწევიან საქმიანობის, საბოტაჟს. წარმოგიდგენიათ, რას იზამენ ეს ხალხი თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირების მიმართ, რა ინსტრუქციებს და დავბალებებს მისცემენ ღია თუ ფარული მოქმედებების განხორციელების მიზნით", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: