ალთუნაშვილის პასუხი ადვოკატს

ალთუნაშვილის პასუხი ადვოკატს

დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი განმარტავს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში, ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაში არანაირი შეცდომა არ არის დაშვებული.

ამის შესახებ "ნიუპოსტთან" საუბარში ალთუნაშვილმა სოსანაშვილის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, აფეთქება მოხდა F1 ტიპის ხელყუმბარით და ამას გარდაცვლილის სხეულიდან ამოღებული ლითონის ნამსხვრევები ადასტურებს, რომელიც ადვოკატის განმარტებით, რუსული წარმოების F1 ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილებია.

"ფალია არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, ეს არის მაინიცირებელი საშუალება, რომელმაც F1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქება გამოიწვია. თავად ხელყუმბარა, რომ არის F1 ტიპის და ამას ადასტურებს ის, რომ სხეულიდან ამოღებული ლითონის ნამსხვრევები არის რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარის შემადგენელი ნაწილები. ჯოგლიძეს ის ვერ გაურკვევია, რომ ფალია სხვა არის და ხელყუმბარა სხვა. ხელყუმბარა რომ აფეთქდეს ამისთვის საჭიროა მანიცირებელი საშუალება, ამ შემთხვევაში გამოყნებელია UძღGM ტიპის ამფეთქი. ეს არის საბჭოთა წარმოების ამფეთქი. ამ ყველაფერს 5 წელია სტუდენტებს ვასწავლი და ჯოგლიძეს ერთ საათში რა ვასწავლო", - განაცხადა ალთუნაშვილმა.

შეგახსენებთ, "ნიუპოსტთან" საუბარში გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იური ვაზაგაშვილის საქმეში დევს გაყალბებულია.

როგორც ადვოკატი განმარტავს, შეცდომა დასკვნის იმ ნაწილშია დაშვებული, სადაც ნათქვამია რომ აფეთქება რუსული წარმოების F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა. მისი თქმით, შეცდომას ხელყუმბარაზე არსებული ინგლისური წარწერა ადასტურებს.

ჯოგლიძე ვერ აკონკრეტებს შეცდომა ექსპერტებმა შეგნებულად დაუშვეს თუ გაეპარათ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: