ნიკოლოზ მჟავანაძე:ეს ხომ ის კაცია, ვინც ციხეებში წამების უშუალო ორგანიზატორი იყო

ნიკოლოზ მჟავანაძე:ეს ხომ ის კაცია, ვინც ციხეებში წამების უშუალო ორგანიზატორი იყო

"უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილის მიმართ ძებნის შეწყვეტა არასამართლიანია. მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს ციხის კადრები და შემდეგ გაიგებს, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი და შემოქმედი. განცხადებას "ასავალ-დასავალი"  აქვეყნებს.

"ახლა რომ ადეიშვილს ძებნა მოუხსნეს, სამართლიანია? ეს ხომ ის კაცია, ვინც ციხეებში გაუპატიურებებისა და წამების უშუალო ორგანიზატორი იყო? ამიტომ უნდა ნახოს მთელმა მსოფლიომ ის ციხის კადრები და გაიგებს, ვინ იყო ამის შემოქმედი", - აცხადებს მჟავანაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: