რა გახდა ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებების დაწყების მიზეზი?

რა გახდა ფინანსთა სამინისტროში საკადრო ცვლილებების დაწყების მიზეზი?

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ახალკაციშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილება ახალკაციშვილმა „პირველი რადიოს" მიერ გარცელებული დოკუმენტის შემდეგ მიიღო. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის მე10 მუხლს არღვევს და საკუთარი უწყების მიერ ორგანიზებული აუქციონით თავად სარგებლობს.- ამის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია "პირველ რადიოს" ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ 2013 წლის 14 იანვარს მან აუქციონის საშუალებით ავტომობილი "ვოლკსწაგენ ჯეტტა" შეიძინა, რომლის ფასიც 9040 ლარი იყო. 2013 წლის 14 ივნისს ახალკაციშვილმა კვლავ გაიმარჯვა ინტერნეტ აუქციონში და შეიძინა ავტომობილი "ბმწ 530", რომლის ღირებულებაც 13 845 ლარი იყო. ასევე, "პირველი რადიოსთვის" გახდა ცნობილი კიდევ ერთი ავტომობილი აუქციონის საშუალებით ზურაბ ახალკაციშვილის მეზობელმა - კონსტანტინე კოკაიამ შეიძინა. (თანდართულ დოკუმენტაციაში არის კოკაიასა და ახალკაციშვილის მეზობლობის დამადასტურებელი ამონაწერი რეესტრიდან). 2015 წლის 11 თებერვალს კოკაიამ გაიმარჯვა აუქციონში და შეიძინა ავტომობილი "KIA ოპტიმა", რომლის ღირებულებაც 15840 ლარი იყო. გავრცელებული ცნობით, ამ ავტომობილით ახალკაციშვილის მეუღლე სარგებლობს. თუმცა, ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მასალა ჯერჯერობით "პირველ რადიოს" არ მოუპოვებია. კანონის მიხედვით თანამდებობის პირს უფლება არ აქვს გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც თავად მუშაობს.

 

მეორეს მიხედვით კი ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა- ირაკლი კიკაჩეიშვილმა - ამავე უწყების ინოვაციებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსს- ბეჟან შარაშიძეს განცხადებით მიმართა და სატელეფონო ზარების ჩანაწერების ყოველ დღიურ რეჟიმში მიწოდება მოითხოვა. როგორც ტექსტშია აღნიშნული ზარების მონიტორინგი მათ 16 ივნისის თათბირზე დაევალათ. "პირველი რადიო" დოკუმენტის ფოტოს გთავაზობთ. "პირველი რადიოს" ინფორმაციით აღნშნული წერილი 2014 წლით თარიღდება.

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "დღეს, მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, აგრეთვე სააგენტოში IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ აღნიშნული კანონის თანახმად, სსიპ-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირად მოიაზრება მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ნაწილში, ხოლო ამ კანონის სხვა ყველა დანარჩენი ნორმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელზე არ ვრცელდება, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში, ამავე სააგენტოს დირექტორის მონაწილეობა არ არის კანონთან შეუსაბამო. რაც შეეხება ე.წ. IP ტელეფონებზე შემოსული ზარების მონიტორინგის საკითხს, აღნიშნული ხორციელდებოდა ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მონიტორინგისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და ეს პირიქით, აუცილებელია შემოსულ ზარებზე ეფექტური რეაგირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია კანონდარღვევას, გამოცხადებულ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის გამო საზოგადოების წინაშე ვიღებ მორალურ პასუხისმგებლობას და იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს მომსახურების სააგენტოს, ზოგადად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეპუტაციას, ჩემს კოლეგებს, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა,"-ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: