Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
23-04-2015, 12:03
ნანახია: 1143

თენგიზ ფხალაძე: სანამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაბამისი მზადყოფნა არ იქნება გზავნილებზე ლაპარაკი ზედმეტია

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში კონკრეტული გზავნილით ჩამოდის, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას უკავშირდება.

"არ ვიცი რატომ გაჩნდა ეს ხმები, მაგრამ მინდა ვთქვა ერთი რამ, გზავნილები ვრცელდება მაშინ, როცა მხარეების მხრიდან არსებობს პოლიტიკური მზადყოფნა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რაღაც საკითხის მოსაგვარებლად. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი მზადყოფნა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის. აქედან გამომდინარე, გზავნილებზე ლაპარაკი ზედმეტია ანუ აქ გზავნილის მიტანაზე არ არის საუბარი, საქმე ეხება პოლიტიკურ ნებას, რომ გადაიდგას რეალური ნაბიჯები იმ პრობლემის გადასაჭრელად, რასაც ჰქვია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. სანამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაბამისი მზადყოფნა არ იქნება, რაიმე გზავნილებზე ლაპარაკი ზედმეტია", - აღნიშნა ფხალაძემ.