Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
24-04-2015, 09:52
ნანახია: 1288

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემსრულებლის სავარაუდო ვინაობა ცნობილია

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის  შემსრულებლის სავარაუდო ვინაობა ცნობილია. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით ის ჩეჩნური წარმოშობის უკრაინის მოქალაქეა. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ მკვლელობის შემდეგ რამდენიმე საათში ქილერმა ქვეყნის საზღვარი აეროპორტიდან დატოვა და კიევის მიმართულებით გაემგზავრა. ამ დეტალებზე პროკურატურა ჯერ არ საუბრობს და არც ხარძიანის ადვოკატი აკეთებს დამატებით კომენტარს. 

 

დღესვე სკანდალური განცხადება გააკეთა ბესიკ ხარძიანის შვილმა,  რომელიც მამის მკვლელობის შემკვეთად გარდაცვლილის მეორე მეუღლეს ასახელებს.

მიხეილ ხარძიანი ირწმუნება, რომ გია უდესიანს ამ საქმესთან კავშირი არა აქვს. ხელისუფლებას კი მისი ოჯახის დაცვისკენ მოუწოდებს. ბრალდებებს დღეს ადრესატებიც გამოეხმნაურნენ. არ არის გამორიცხული ხარძიანის მეორე მეუღლემ, ეკა ნონიკაშვილმა მისი ყოფილი მეუღლის შვილთან სამართლებრივი დავა დაიწყოს.