ჯუმბერ კირვალიძე:სანამ მართლა რაიმე უბედურება არ დაგვატყდა თავს, დროულად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება!

ჯუმბერ კირვალიძე:სანამ მართლა რაიმე უბედურება არ დაგვატყდა თავს, დროულად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება!

" სანამ მართლა რაიმე უბედურება არ დაგვატყდა თავს, დროულად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება!!!" -აღნიშნულ სტატუსს   კირვალიძე "facebook- ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"დარწმუნდით, ბ-ნო ბიძინა, რომ საქართველოს პოლიტელიტაში სიკეთის კეთება სისუსტედ მიაჩნიათ! მხოლოდ ერთეული პიროვნებები არიან, მცირე გამონაკლისი... დიახ, "კუს ნაბიჯზე" არ ინდობიან ეს "მამულიშვილები", არათუ მოცემულ სიტყვაზე. დიახ, ეს "პოლიტსაძმო" უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ქართულ პოლიტიკაში "ბრუნავს ყველა ბრუნვაში"! ამიტომ, "შუა გასაკრეფიაო", რომ თქვით 2011 წლის ოქტომბერში, სრულებით არ იყო საკმარისი, - თითქმის მთლიანად "გასაკრეფი იყო" ქართული პოლიტიკური ველი, ანუ "პოლიტიკაში დასაქმებულთა" კასტა, რომლებმაც საკუთარი თავის სარჩენად აქციეს ეს საპატიო პროფესია, - პოლიტიკოსობა!
 
ეს რა ქენით, ბ-ნო ბიძინა, რამდენი "მომაკვდავი" ან უკვე "მკვდარი" პოლიტიკური პარტია და ფიგურა გააცოცხლეთ, რომლებიც სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ იმას, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ?! მითუმეტეს, რას იფიქრებდა ამას ერთი "მქსოველი ფილოსოფოსი", "პლასტელინივით დამყოლი" ადამიანი, რომ საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში "ამოყოფდა თავს"?! ხომ იცით, ნათქვამია, - "მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო", - ჰოდა, ახლა, ნუ გიკვირთ ის, რა შედეგიც მიიღეთ! ჯერ სადა ხართ, უფრო მეტი სიურპრიზები გელით წინ და გამაგრდით, ძალა და გონი მოიკრიბეთ, იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ (უწინარესად, საკადრო!) და გამოსავალსაც მოძებნით! მე, თქვენი "ჭკუის დარიგებას" როგორ ვიკადრებ, არც მიფიქრია, მავანი იტყვის ჩემზე, რომ ბიძინას "ეპადხალიმებაო", მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, უბრალოდ, ცხადად ვხედავ იმას, რომ თქვენ თუ გული გაგიტყდათ და ხელი ჩაიქნიეთ, მაშინ ჩვენს საქართველოს უმძიმესი განსაცდელი ელის, რომელიც შეიძლება "დაგვირგვინდეს" ნაცმოძალადეების ხელისუფლებაში დაბრუნებით, ან სულაც, სახელმწიფოებრიობის რღვევით და სუვერენიტეტის დაკარგვით! ამიტომ, მხოლოდ ჩემს პირად აზრს გამოვთქვამ, - გამოსავალი ერთ სწორ გადაწყვეტილებაში არის, რომ თქვენ სტუდია "20/30"-დან, გადაინაცვლოთ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე! თქვენ ერთხელ უკვე თქვით, რომ - "პოლიტიკაში დავბრუნდები, თუ რაიმე უბედურება მოხდებაო", - ჰოდა, სანამ მართლა რაიმე უბედურება არ დაგვატყდა თავს, დროულად მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თორემ - სატელევიზიო სტუდიიდან და სოლოლაკის აღმართიდან, დიდი ალბათობაა, რომ ვეღარ მოასწროთ და ქვეყნის საქმეს ვერ უშველოთ!!!"- წერს კირვალიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: