Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
27-04-2015, 14:13
ნანახია: 1287

ირაკლი ღარიბაშვილი: შვეიცარიის ელჩის მიერ გამოთქმული პრეტენზიებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის ელჩს შეხვდა.  მთავრობის მეთაურმა მიიღო ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც შვეიცარიელ დიპლომატს აწუხებს და დაჰპირდა, რომ აღნიშნული თემით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება.
"მე მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი შვეიცარიის ელჩთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, მის წინსვლას, პერსპექტივას და პროგრესს. მაინტერესებდა, რას შეეხებოდა მისი წუხილი. მან ამიხსნა, რომ შვეიცარიელი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა ქართველი პარტნიორები, სავარაუდოდ, ქართველმა პარტნიორებმა მოატყუეს და მისი აღქმით, დავა გაგრძელდა არასამართლიან გარემოში. ელჩს დავპირდი, რომ დღესვე დავავალებ შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ეს საკითხი და თუ რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, "საქართველოში ბიზნესგარემო არის აბსოლუტურად თავისუფალი, ბიზნესი ხელშეუხებელია და თუ რაიმე კანონდარღვევა მოხდა რომელიმე კომპანიის ბიზნესპარტნიორებს შორის, ამას შესაბამისი უწყებები შეისწავლიან".
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის წარმომადგენლების რეაგირებით კმაყოფილია როგორც გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილთან საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით პროდუქტიული დისკუსია ჰქონდა.
"ვფიქრობ, შევთანხმდით ბევრ საკითხზე მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მიმართულებით და როგორ დავუჭიროთ მხარი ამას. ჩვენ ვისაუბრეთ აუდიტის და საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებულ ცალკეულ საჭირბოროტო საკითხებზე, ასევე ერთმანეთს გავუზიარეთ კონკრეტული საქმეები. მე დავინახე პრემიერ-მინისტრის და მთელი მთავრობის პოზიტიური რეაქცია. ჩვენ ეს საქმეები შესაბამის უწყებებთანაც განვიხილეთ. მოველით ინსტიტუციების შესაძლებლობების განვითარებას და შვეიცარია, რა თქმა უნდა, მხარდაჭერისთვის ყოველთვის მზად არის", - განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
რამდენიმე კვირის წინ ინგლისურენოვან გამოცემა FINANCIAL-თან ინტერვიუში გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში სერიოზული პრობლემები აწუხებთ. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებობს მოულოდნელი საგადასახადო პრობლემები და ჯარიმები, რომელიც შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის რისკებს წარმოადგენდეს.
"უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ გადასახადებისა და ჯარიმების გადახდას, რაც გაუმართლებელია, ან დაკავშირებულია ყოფილი ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან", - აღნიშნა ბეხლერმა FINANCIAL-თან ინტერვიუში.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/politika/327294-shveicariis-elchis-mier-gamothqmuli-pretenziebith-saqarthvelos-shinagan-saqmetha-saministro-dainteresdeba.html