Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
27-04-2015, 21:32
ნანახია: 1256

ირინა სარიშვილი: „ლართან ერთად ბიძინას და ქოცმთავრობასაც რო მივახატოთ ბორჯღალი იქ, სადაც მაგათ ქვეყნის ბედი ახატიათ?

ირინა სარიშვილი საკუთარ „ფეისბუქზე“ შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

ვაიმე.

მიხეილ ცაგარელი: 

"აღმოჩნდა, რომ ლარი ოქტომბერში, სასწორის ზოდიაქოშია დაბადებული , რაც იმას მიშნავს, რომ მუდმივად აიწონა-დაიწონას მდგომარეობაში იქნება. მის მდგომარეობას ართულებს კუპიურაზე უკუღმა გალაქტიკის საწინააღმდეგოდ მოძრავი ბორჯღალიც. როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მანაგაძე იყო, მან გაითვალისწინა ჩემი შენიშვნა და ბორჯღალი წაღმა მიახატეს. მანაგაძის წასვლის შემდეგ ეს სიმბოლო ისევ უკუღმა დაატრიალეს და შესაბამისად , ლარის ბედიც უკუღმა დატრიალდა! ასე რომ, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ლარის დაბადების თარიღს დაუყოვნებლივ შევცვლიდი!"

არ ვარ კარგად.

და ლართან ერთად ბიძინას და ქოცმთავრობასაც რო მივახატოთ სწორი მიმართულებით მოძრავი ბორჯღალი იქ, სადაც მაგათ ქვეყნის ბედი ახატიათ? მერე შევაძვრინოთ, საიდანაც არასწორ დროს გამოძვრენ და იმ დროს გამოვაძვრინოთ, როცა საჭიროა? ხო ნამდვილად გადავრჩებით, მიხეილ? 

 

ლარი ზოდიაქოთი სასწორი ყოფილა, და ისინი რა არიან ზოდიაქოთი, ვინც ამ ყველაფერს უსმენს, უყურებს და ყურებს აპარტყუნებს უკეთესი მომავლის მოლოდინში???

მოკლედ: შიმშილით ვერა და სიცილით დავიხოცებით, ზუსტად ვიცი, დროზე თუ არ ვიღონეთ რამე. 

სტატუსი აპოკალიფსურია და პირდაპირ კავშირშია გალაქტიკის საწინააღმდეგოდ მოძრავ ბორჯღალთან