Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
29-04-2015, 09:40
ნანახია: 1017

ნაწილ-ნაწილ გაპარული მთავრობა და მოზეიმე ნაციონალები

"ჩვენ ვითხოვდით ერთიანი მთავრობის გადადგომას და ვხედავთ, რომ მინისტრები ნაწილ-ნაწილ იპარებიან," - ასე შეაფასა დავით ბაქრაძემ გადაცემა არჩევანში მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები და თქვა, რომ "საზოგადოებაში უპატრონობის განცდაა, საზოგადოება ვეღარ ხედავს, საით მიდის ქვეყანა".

 

"გვყავს მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად ნაწილ-ნაწილ იპარება. ჩვენ ერთიანად ვითხოვდით მთავრობის გადაგომას და ვხედავთ, რომ მინისტრ-მინისტრ იპარებიან. ის, რაც მოვისმინე, მინისტრ ხოკრიშვილსგან, ამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ და არასდროს გამიგია, რომ მინისტრი ამბობდეს, ჩემი ოჯახი მომენატრა და იმიტომ მივდივარო. ეს არის  უპასუხისმგებლობა," - ამბობს დავით ბაქრაძე.