Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
29-04-2015, 10:40
ნანახია: 964

რა ვერ აპატიეს კონკურსანტს?!

გასაუბრებაზე
------------------------------

- რა გნებავთ?
- რა უნდა მიმნდოდეს?... მეხუმრებით?
- კითხვას უპასუხეთ, უნარებს გიმოწმებთ!
- სამუშაო.
- როგორი?
- ინტელექტუალური.
- veni vidi vici!
- მომილოცია!
- ნუ ხუმრობთ! ვის ეკუთვნის?
კეისარს... მაგრამ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეფეებს და იმპერატორებსაც უთქვამთ.
- ვიცი!... კარგით! ...MEMENTO MORI!
- რა თქმა უნდა!
- ვიცი! ვინ თქვა?
- ლათინებმა დაგვიტოვეს... მაგრამ ქართველებს უკეთესი შესატყვისი გვაქვს „წუთის სოფელი“!
- Россию умом не понять!
- ეგრეა!
- ვიცი! ვის ეკუთვნის?
- ტუტჩევს!... მაგრამ ასე იწყება - умом Россю не понять...
- ვიცი! უბრალოდ, თქვენი ცოდნა შეგიმოწმეთ!
- ვინ არის ობამა?
- აფროამერიკელი!
- ვიცი! თანამდებობა!
- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი!
- პუტინი?
- რუსეთის პრეზიდენტი!
- მათი დამოკიდებულება!
- რის მიმართ?
- დავუშვათ საქართველოს მიმართ!
- პრაგმატული!
- ვიცი! უფრო ზუსტად!
- ხისტად პრაგმატული!
- ანუ...
- მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ!
- ეროვნული?
- ხუმრობთ?
- მიპასუხეთ!
- ერთ დღეს თუ ამოვწყდებით ქართველები, იმათაც ეგ უნდათ, გეოპოლიტიკურ პრობლემას ადვილად გადაჭრიან!
- გამოდის, რომ ჩვენ ვუშლით?
- დიახ!
- განმარტეთ!
- რა განმარტება უნდა, ვერ ხვდებით?
-ვხვდები! უპასუხეთ კითხვას!
- ამერიკისთვისაც და რუსეთისთვისაც ქართველი ერი, ბალასტია, ანუ ხელისშემშლელი ფაქტორი, თორემ, რომ უნდოდეთ აქამდე საქართველო მეორე შვეიცარია, ან ნორვეგია იქნებოდა. მათი გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, ჩვენი ეროვნული ამბიციებით ამერიკასაც და რუსეთსაც საქმეს ვურთულებთ, თორემ აქამდე მორიგდებოდნენ!

გარდა ამისა, საქართველოში დაკონსერვებულია ნავთობისა და გაზის აურაცხელი მარაგი და ამ ორი ქვეყნის ინტერესს საქართველოს მიმართ ესეც აძლიერებს, ამიტომ...
-ვიცი! საკმარისია!
- თავისუფალი ბრძანდებით!
- ესეიგი,მიმიღეთ სამსახურში?
- არა!
- რატომ?
- ძალიან ბევრი იცით!
- თქვენ ბიუროკრატი ხართ
- ვიცი! შემდეგი...


თამაზ ჭეიშვილი