„ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევით გადადგა?“

„ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევით გადადგა?“

მთავრობაში მომხდარ ცვლილებებს, მინისტრების გადადგომას, კონკრეტულად კი ლევან ყიფიანის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, პარტია "ევროპული დემოკრატების" თავმჯდომარე აფასებს და ,,პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩარევით გადადგა. პაატა დავითაიას განცხადებით, ივანიშვილს ყიფიანის კორუფციული გარიგებების შესახებ მასალები მიაწოდეს:

 

"ცალსახად ჩანს თუ ვინ მართავს პროცესებს და აქედან გამომდინარე ის, რომ დღეს ყიფიანი საუბრობს, რომ არ უნდა გუნდს დაუპირისპირდეს, არის სრული აბსურდი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მაგიდაზე დაუდეს ყიფიანის კორუფციულ გაირგებებზე მასალები და ივანიშვილის უშუალო ჩარევით მოხდა ყიფიანის გადაყენება. და არა მარტო ყიფიანის, იმ პროცესების რაც მიდის და ცალსახად გამოჩნდა რომ კორუფციასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე კორუფციონერი მინისტრების ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ვერ ასრულებს ტავის ნაკისრ ვალდებულებებს და პროცესები გადადის პარლამენტში," განაცხადა პაატა დავითაიამ ,,პირველ რადიოსთან" საუბარში

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: