გიორგი კვირიკაშვილი:ეროვნული ვალუტა თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან

გიორგი კვირიკაშვილი:ეროვნული ვალუტა თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან

საქართველოს პარლამენტის ვიცე-პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს "პატარა ცვლილებებს" უწოდებს.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს, რომ რუსეთში რუბლის დასტაბილურება დაიწყო კვირიკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში ხდება კორექტირება, ვინაიდან იქ იყო 200 %-იანი დევალვაცია.

"ეროვნული ვალუტა თითქმის ახლოს არის ფუნდამენტთან. ლარი დღეს არის ზედმეტად გაუფასურებული, თუმცა ყველა საფუძველი არსებობს, რომ დასტაბილურდეს. პირიქით, ზაფხულში, სავალუტო რესურსების შემოდინება მოხდება. ასევე საპრივატიზაციო მომზადების პროცესი არ დასრულებულა. ბევრი შენობა გავა პრივატიზაცვიაზე, ამიტომ არანაირი საფუძველი იმისა, რომ ლარი სერიოზულად გაფასურდეს, არ არსებობს. მინდა ყველა დავამშვიდო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: