Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
1-05-2015, 11:16
ნანახია: 650

თედო ჯაფარიძე: თავდაცვის უწყების  წინ დიდი ამოცანები დგას და თინა ხიდაშელს სამენეჯეროთვისებების გამოვლენა მოუწევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ თავდაცვის უწყების  წინ დიდი ამოცანები დგას და თინა ხიდაშელს სამენეჯეროთვისებების გამოვლენა მოუწევს.


"მნიშვნელოვანი მოვლენაა. თინა ხიდაშელი ენერგიული და გამოცდილი პოლიტიკოსია. ის გადადის ახალ ამპლუაში და გახდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქალი, სადაც მას დასჭირდება სამენეჯერო თვისებების გამოვლინება. რთული, მნიშვნელოვანი უწყებაა. ძალიან რთული ამოცანებია ამ უწყების წინ და რა თქმა უნდა, ვინაიდან მე საგარეო პოლიტიკასთან მაქვს შეხება, NATO-სთან ურთიერთობები მაქვს მხედველობაში, დარწმუნებული ვარ, რომ თინა ხიდაშელი იმ გამოცდილებიდან, რომელიც გააჩნია, თავს გაართმევს ამ ახალ საქმეს", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.