ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი დაბნეულია

ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილი დაბნეულია

ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატების"თავმჯდომარემ , ირაკლი ციქოვანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას  აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, იორაკლი ღარიბაშვილი მინისტრების კანდიდაატების დასახელებისას დაბნეული ჩამდა.


,,ეს ცვლილება მთავრობაში არ არის არსებითი. კოლეგებს მინდა წარმატება ვუსურვო, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამდებობაზე მოუწევს იმის დამტკიცება, რომ იმ ნდობით რა ნდობითაც სარგებლობს საზოგადოებისგან, უნდა გაამართლოს. რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც დღეს იქნა მიღებული, თვითონ პრემიერ-მინისტრი დაბნეულია. ის ერთ დღით ადრე საუბრობდა იმას, რომ მხოლოდ ორი მინისტრი შეიცვლებოდა, მაგრამ შეიცვალა სამი მინისტრი. ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებებზე პრემიერ-მინისტრი ვერ იღებს რეალურ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, მე ეჭვი მაქვს, რომ ამ მთავრობასაც შეეძლოს აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე იმ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომელშიც ჩვენ ვართ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: