ბუბა კუდავა: თამარ სანიკიძე იტყუება!

ბუბა კუდავა: თამარ სანიკიძე იტყუება!

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა კუდავა აცხადებს, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ცენტრში არსებულ ვითარებაზე საუბრისას იტყუება. ამის შესახებ კუდავა facebook-ის  საკუთარ გვერდზე წერს.

"განათლების მინისტრი იტყუება! სულ, სულ, ყველა სიტყვაში, ყველა წინადადებაში, სიტყვებს შორის, წინადადებებს შორის, კონტექსტებში, აქცენტებში...

აი, თუნდაც ეს დეტალი: დანამატი ეძლევა "მის მძღოლს". მე არასოდეს, 2006 წლიდან დღემდე, მძღოლი არ მყოლია. ჩვენი თანამშრომელი ზაზა ჩიტიაშვილი ფაქტობრივად დღე და ღამე (!), ხშირად შაბათ-კვირის ჩათვლით, ემსახურება მთელ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს - 110 თანამშრომელს, 10 დეპარტამენტს, ყველა პროექტს და ღონისძიებას...
და ის ერთია, ერთადერთი და შეუცვლელი (!) ყველა ჩვენგანისთვის, დაუზარელი და უერთგულესი - მთელი კოლექტივისთვის, მთელი ცენტრისთვის.
პარალელურად არის ფაქტობრივად: კურიერი, მტვირთავი, გამოფენის ორგანიზატორი...
აი, ასეთი ადამიანების წახალისება არ შეიძლება თურმე.

განათლების მინისტრს ასეთი საქმეებისთვის სცალია რატომღაც. სხვა ყველაფერი წესრიგშია ალბათ! ნამდვილ მიზეზებს, ჰგონიათ, ვერავინ ხვდება???" - წერს ბუბა კუდავა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: