Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
1-05-2015, 23:35
ნანახია: 1378

სოსო ცინცაძე:

ექსპერტი სოსო ცინცაძე "ივერიონს" უსაჭო მთავრობაზე, მხოლოდ საკუთარ მძღოლზე უფლებამოსილ პრემიერსა  და მოულოდნელად გამინისტრებულებზე ესაუბრა

 

-ბატონო სოსო, მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საკონსტიტუციო უფლება გამოიყენა და ვეტო დაადო მისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ ახალ სამთავრობო გუნდს, რომელიც ნაჩქარევად შექმნილად მიიჩნია. როგორ შეაფასებთ მის საქციელს?

-ის, რაც ჩვენს საშინაო პოლიტიკაში ხდება, ცალ-ცალკე და ფრაგმენულად არ  განიხილება, მთლიანობაშია ქაოსი და ქიშპი, რაც ცალ-ცალეც კი საშიშია სახელმწიფოსთვის. 

პრეზიდენტისთვის, ჩანს, აბსოლუტურად მოულოდნელი იყო მისთვის დეფაქტო წარდგენილი  სამთავრობო სია  (ე.ი. მარჯვენა ხელმა არ იცის,  რა აკეთებს მარცხენა). კურიოზულია ისიც, რომ გუშინ და  გუშინწინ პრემიერი მთავრობის შემადგენლობის ნაწილობრივ შეცვლაზე  საუბრობდა - შეიძლება შეიცვალოსო, ამბობდა.   როგორც მოველოდით,  რამდენიმე  სკამი დარჩა უკანალის გარეშე და ის  სამ ახალ პიროვნებას უნდა  დაეკავებინა. სხვა სიახლეს არ მოველოდით  მთავრობაში  და უცებ საკვანძო სიახლეა- ცვლიან  თავდაცვის მინისტრს! ( ეს სამინისტრო დიასპორის  ან  დაძმობილების სამინისტრო ხომ არაა?!).  აქედან აშკარად ჩანს,  რომ პრემიერმა  არ იცის, რა ხდება სამთავრობო  გუნდში, ის არ დგას გადაწვეტილების მიღების საჭესთან,  არ იცის,  რა შეილება მოხდეს მის კაბინეტში 2 დღის შემდეგ- ესე იგი, კაბინეტი არ არის ღარიბაშვილის. ასე თუ წავიდა საქმე, ვფიქრობ, მას მხოლოდ საკუთარი მძღოლის არჩევის უფლებას დაუტოვებენ. 

 

-როგორ შეაფასებთ თავდაცვის მინისტრის პოსტზე "რესპუბლიკელი"  თინათინ ხიდაშელის წარდგენას. თვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება თუ აშშ-ს ელჩის შუშის სასახლეში ვიზიტს და  გაძლიერდება თუ არა "რესპუბლიკურ პარტია"?

 

-აბსოლუტურად  მოულოდნელი იყო ხიდაშელის გამინისტრება. ის  1-2 თვის წინ არ ერიდებოდა ხორკლიან განცხადებებს  ივანიშვილისა  და "ქართული  ოცნების"  მიმართ, უკმაყოფილო  იყო, რომ პარლამენტის  რიგით წევრად დარჩა და თანამდებობა არ ერგო.  მისი ამბიცია მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდა,  როცა კომიტეტი მიიღო.  2 კვირაა, რაც შაქარყინული გახდა და  მისი რიტორიკა მთავრობის გენერალური  პოლიტიკის  მიმართ (თუ არსებობს ასეთი ) შეიცვალა.

ამერიკელების ქრესტომათიური სტილია- საქართველოსთანა  ქვეყნებში ყოვეწლთვის  ჰყავდეთ  რეზერვი. ასეთი  იყო შევარდნაძის  დროს სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა", " ქართული ოცნების"  გამარჯვების  პირველ ეტაპზე - ირაკლი ალასანია, შემთხვევითი არ იყო,  რომ მის პარტიელებს 8 საკვანძო სამინისტრო ეკავათ. მისი პარტიის პოლიტიკური  დეპორტის შემდეგ  აშშ-მ  ხიდაშელის სახელით ახალი სახე იპოვა. 

მართალია,  აშშ-მ იცის,  რომ   "რესპუბლიკური პარტიის"  ფასი ცალკე ქრონიკულად  დაბალია - ნულის ტოლია.  პარტიას,  რომელიც   30 თუ 40 წლისაა,  ჯერ ზღვარიც კი არ გადაულახავს დამოუკიდებლად და სულ ვიღაცის დახმარებით იმარჯვებს, მაგრამ ნათელაშვილს ხომ არ ჩაწერდა რეზერვში? ბურჯანაძესაც არ თვლის მის ერთგულად, რადგან მისი საგარეო პოლიტიკური ხედვა  მრავალწახნაგოვანია და ასე შერჩა   შერჩა ხელთ "რესპუბლიკელები", რაც გააძლიერებს კიდეც ამ პარტიას. 

ის, რომ უსუფაშვილი იძულებული გახდა მთავრობის ეფექტურობა და შრომისუნარინაობა  ემტკიცებინა, რაც ხშირად მოგვისმენია  ივანიშვილ-ღარიბაშვილისგან  და ვიცით მისი ფასი, სამთავრობო  ქაოსის დასტურია.

ამ დროს კი პრეზიდენტმა ყველას დაანახა, რომ ისიც რაღაცის მაქნისია,  არავინ არაფერს ეკითხება, მაგრამ  ხელთ  მძლავრი ბერკეტი -კონსტიტუცია აქვს.  ვნახოთ, რა მოხდება (ჩანს,  რომ პრეზიდენტი და "რესპუბლიკელები"  ვეღარ ძოვენ ერთად)  ან პრეზიდენტი  გაიმარჯვებს  და  რეიტინგი გაეზრდება ან   ივანიშვილის  გავლენა გაფართოვდება. ამ სიტუაციაში ტრაგედია ფონია, რომელზეც მიმდინარეობს ეს შიდაინტრიგები-ლარის ვარდნა, სოციალური  სიდუხჭირე და  უმუშევრობა, რომლებიც  აუფერულებენ,  ვინ იქნება მინისტრი,  ხიდაშელი თუ სხვა. 

 

-როგორ შეაფასებთ ასევე "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილის წარდგენას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად.ეს ხომ ის პიროვნებაა, რომელმაც საზოგადოებას თავი იმ ანტიქართული პროექტით დაამახსოვრა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე შეუზღუდავად მიყიდვას ითვალისწინებდა? 

 

-ასეთი "ობივატელებისათვის", როგორიც ეს   კაცია,  პარლამენტში  ყოფნა გაცილებით კომფორტულია, ვიდრე მინისტრობა. მინისტრის თავზე ყიველთვის კიდია დამოკლეს მახვილი -აი,  ხომ ხედავთ,  ერთი ახალგაზრდა,  ჯან-ღონით სავსე მინისტრი  ამბობს,  ავად ვარო, მეორე ამბობს,  გერმანიაში მყოფი ცოლი მომენატრა, ოჯახსგარე სიყვარული საქართველოში აკრძალულია და  უნდა წავიდეო. საუბედუროდ,  ჩვენთან პოლიტიკური მეხსიერება არ არსებობს, აშშ-ში  კაცს  თანამდებობაზე რომ ნიშნავენ, პრესა და მედია მაშინვე უხსენებს, რა კანონს მისცა ხმა კონგრესსა თუ სენატში ყოფნისას. .  ჩვენთან არავის ახსოვს,  რომელმა პარლამენტარმა რას მისცა ხმა, მით უმეტეს, ვის ან რას  მიცსა ხმა აგულაშვილმა. ის გარემოს  დაცვის  მინისტრი იქნება თუ  მეგობრობა-ძმაკაცობის, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის?!  ამას მნიშვნელობა  მხოლოდ  მინისტრისთვის აქვს, თავისი სამსახურის მანქანის, ტუალეტიანი კაბინეტისა და სხვათა გამო.  

 

                                                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა