Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (2)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
2-05-2015, 10:59
ნანახია: 1526

ერთობლივი ბრძოლით დავასრულოთ თამარ სანიკიძე!

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა თანამშრომელს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზოგადი საქმიანობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ იყო ხელნაწერთაეროვნულიცენტრის ხელმძღვანელსა და მის თანამშრომლებზე თავდასხმა. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი იმთავითვე აფრთხილებდა მთავრობას და საზოგადოებას, თუ სანამდე მიგვიყვანდა სანიკიძის თავაშვებულობა და ავტორიტარული ე.წ. მენეჯმენტი. სამწუხაროდ, დღეს, სწორედ ამგვარირეალობის წინაშე ვდგავართ; ასევე სამწუხაროა, რომ  სასკოლო და სამეცნიერო საზოგადოებაში თამარ სანიკიძისადმი  თითქმის ცალსახად გამოხატული საწინააღმდეგო დამოკიდებულების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერი არც კი აპირებს მის შეცვლას. ასეთ სიტუაციაში ისღა დაგვრჩენია, რომ ვიმოქმედოთ ერთობლივად. პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი მოუწოდებს ხელნაწერთაეროვნულიცენტრის თანამშრომლებს, ასევე სხვა სამეცნიერო წრეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდებს, რათა გავერთიანდეთ და ერთობლივად დავიცვათ და გადავარჩინოთ საგანმანათლებლო–სამეცნიერო სფერო. საჭიროა დროული მონოლითური პროტესტის დაწყება, მანამდე, სანამ პარლამენტი განიხილავს მთავრობის ნდობის საკითხს.

ბრძოლის ორგანიზების მიზნით, ყველას შეუძლია ნებისმიერ დროს დაუკავშირდეთ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს.

მომავალი კვირა ვაქციოთ პროტესტის კვირად. ერთობლივი ბრძოლით დავასრულოთ თამარ სანიკიძე!