მინდია ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროექტი მივა ბოლომდე, რაც ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს

მინდია ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროექტი მივა ბოლომდე, რაც ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი ყველა იმ პროექტს და გეგმას გააგრძელებს, რომელიც ჯარის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ დღეს ახალ მინისტრთან ერთად შევხვდით ხელმძღვანელობას. ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ქალბატონ თინასთან მანამდეც მქონდა შეხვედრა და გავცვალეთ მოსაზრებები. ძირითადი პროცესებისა და ჩვენი შეხედულებების შესახებ ვისაუბრეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პროექტი და გეგმა გაგრძელდება და მივა ბოლომდე, რაც გააძლიერებს ჩვენი ჯარის შესაძლებლობებს და ვფიქრობ, ყველაფერი იქნება კარგად", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: