Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
8-05-2015, 11:38
ნანახია: 2286

რა უჯდება ბიუჯეტს თამარ სანიკიძის ყოველდღიური შენახვა?!

არც კიღურაძის კომიტეტს და არც პარლამენტს თამარ სანიკიძის უწყებასთან შეკითხვები არ აქვთ - სანიკიძე განახლებულ მთავრობაში ისევ რჩება.

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრი გთავაზობთ მორიგ მხილებას, რომელიც ამჯერად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კოლოსალურ ხარჯებს ეხება.  იქ, სადაც ჯერ არს, სანიკიძე „შეუცვლელ“ მინისტრად, მოიაზრება მაგრამ, საზოგადოებას ჰქონდა, აქვს და ამ ინფორმაციის შემდგაც გაუჩნდება შეკითხვები.


2014 წლის განმავლობაში გაცემულ ხელფასებსა და პრემიებზე ადრეც არაერთხელ ვისაუბრე, ახლა სხვა ხარჯებს შევეხები და ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს თანხები მასწავლებლის საბაზო ხელფასებთან მიმართებაში:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  2014 წლის განმავლობაში შეიძინა 4 ავტომანქანა, რომელმაც ჯამში შეადგინა 59.915 ლარი, რაც 200-ჯერ აღემატება მასწავლებლის ხელფასს.

გასულ წელს გაწეული სატელეფონო ხარჯი 51.588 ლარი მასწავლებლის ხელფასსზე 170-ჯერ მეტია, საწვავზე გახარჯული თანხა - 170 397 ლარი კი -  560-ჯერ მეტი. როგორც ვიცით, მასწავლებლის დღიური საბაზო ხელფასი შეადგენს 16 ლარსა და  10 თეთრს, მაშინ, როდესაც თამარ სანიკიძის უცხოური ვიზიტები   სახელმწიფოს  დღიურად 280-დან 800 ლარამდე უჯდება.  ანუ მასწავლებელი რა ხელფასსაც იღებს ერთი თვის განმავლობაში, ამ ოდენობის თანხა და მეტიც კი  მის თითოეულ დღეზე იხარჯება. სანიკიძის ვიზიტები კი, როგორც წესი, გრძელდება 5-დღიდან ორ კვირამდე. მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში მისი ვიზიტი აშშ-ში დაჯდა 10 855 ლარი. ანუ მასწავლებლის ხელფასზე 36-ჯერ მეტი. სულ კი სამინისტროს მაღალჩინოსანთა უცხოურმა ვოიაჟებმა 105 364 ლარი შეადგინა, რაც 345-ჯერ აღემატება მასწავლებლის საბაზო ხელფასს. 

წლევანდელ წელს უკვე მოასწრეს 44, 151 ლარის გახარჯვა შინ და გარეთ სირბილზე. ეს ხარჯი 14-ჯერ მეტია მასწავლებლის ყოველთვიურ ხელფასზე.

წლევანდელი წლის  იანვარ, თებერვალ, მარტში სამინისტროს მაღალჩინოსნებზე  უკვე გაცემულია პრემია 133 417 ლარის ოდენობით, რაც  მასწავლებლის ხელფასს 436-ჯერ  აღემატება. მოცემულ თვეებში სამინისტროს დანარჩენ თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ 217 568 ლარი, ანუ მასწავლებლის ხელფასზე 713 ჯერ მეტი შეადგინა.

ზოგადად,  ხელფასიან-დანამატებიან-მივლინებებიანად და ა.შ. სახელმწიფოს თამარ სანიკიძის ყოველდრიური „რჩენა“ საშუალოდ თითქმის 666 ლარამდე უჯდება. (მინდა მიაქციოთ ყურადღება, ეს არის სანიკიძის შენახვის ყოველდღიური საშუალოდ გაანგარიშებული თანხა). ამ დროს, კი, როგორც აღინიშნა პედაგოგის ყოველდღიური ხელფასი 16 ლარი და 10 თეთრია.

აღსანიშნავია, ისიც, რომ სამინისტროს მძღოლების ხელფასი მასწავლებლის ხელფასის თითქმის სამმაგ ოდენობას, ხოლო მუშის,  სანტექნიკის და ა.შ. ორმაგ ოდენობას შეადგენს.


დავით  ფერაძე, პედაგოგი,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი.