Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
8-05-2015, 11:46
ნანახია: 843

გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირსა და ნატო-ში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში 11-12 მაისს სამუშაო ვიზიტს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს , საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანსს.


დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან.


ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში.


ევროკავშირის გარდა, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს ნატო-ს შტაბბინაში, გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია ბელგიის მეფე ფილიპთანაც.


როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რიგის სამიტამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და აქტიურდება ნაბიჯები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო არენაზე დგამს და ეს ვიზიტიც საქართველოს ევროპულ, დასავლურ ინტეგრაციას ემსახურება.