ირაკლი ალასანია: ღარიბაშვილმა საპარლამენტო განხილვისას ე.წ. კაბელების თემა თავად წამოწია

ირაკლი ალასანია: ღარიბაშვილმა საპარლამენტო განხილვისას ე.წ. კაბელების თემა თავად წამოწია

ე.წ კაბელების საქმე არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკარტების" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან ქუთაისში გააკეთა.


"ე.წ "კაბელების საკითხი" არის პოლიტიკური თემა, რომელშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია თავად ღარიბაშვილი, ივანიშვილთან ერთად. მათ მოახდინეს ორგანიზება ამ პოლიტიკური დანაშაულის. მართლაც გასაკვირია, რომ ღარიბაშვილს ეყო თავეხდობა, არ შეაწუხა სინდისმა და თვითონ წამოწია ეს თემა საპარლამენტო განხილვისას. თავის დროზე, როდესაც პარტნიორებს ზურგში დანა ჩაგვარტყა და ხუთი უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ციხეში, მან დაკარგა სახე და გუშინიდელი განცხადებაც ამის მიმანიშნებელი იყო. ღარიბაშვილს აწუხებს ერთი რამ - სასამართლო განხილვები ძალიან მალე დასრულდება, სიმართლეს ქართული საზოგადოება მალე გაიგებს და მოსთხოვს ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს პასუხს, თუ რატომ ჩასვა ხუთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, "თავისუფალი დემოკრატები" როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, მიზნად დავისახავთ, რომ უდანაშაულო ადამიანი არასოდეს არ მოხდეს საპყრობილეში და პოლიტიკური მართვისგან გათავისუფლდნენ სამართალდამცავი ორგანოები", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: