Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-05-2015, 10:26
ნანახია: 980

ზაურ ნაჭყებია: „9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულია-გილოცავთ!“

მეგობრებო, ისტორიის გაყალბება ყველაზე დიდი დანაშაულია მომავალი თაობების წინაშე , მითუმეტეს , საშიშია, როცა იგი მიზანმიმართულ ხასიათს იძენს და გაუკუღმართებული ცნობიერების დამკვიდრებას უწყობს ხელს!

გულწრფელად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბნელი ძალებიდან შემოგდებულ კონიუქტურას აყვნენ და 9 მაისი-ფაშიზმზე გამარჯვების ისტორიული დღე საქილიკო თემად აქციეს...

რომ არა საბჭოთა კავშირში შემავალი ერების თავდადება და სიმტკიცე და "გაუმლღვალი ფოლადის"-იოსებ სტალინის მხედართმთავრული გონიერება, ვინ იცის, როგორ დატრიალდებოდა კაცობრიობის ჩარხი და რა პერსპექტივას უქადდა ფაშისტური იდეოლოგია დანარჩენ მსოფლიოს!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მეორე მსოფლიო ომმა, რომელსაც თავის დროზე სამამულო ომი დაერქვა, ასეულ ათასობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა-დიდება მათ ხსოვნას!

ნეოფაშისტები და "ახალი მსოფლიო წესრიგის" მამამთავარნი ცდილობენ და მომავალშიც ეცდებიან ახალგაზრდა თაობების ცნობიერებაში 9 მაისი საბჭოურ"გადმონაშთად" წარმოადგინონ, მაგრამ, რეალობას ვერავინ წაშლის-დიახაც 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულია-გილოცავთ!

უპირველესად ვულოცავ ომის ვეტერანებს, ვის ზურგზეც გადაიარა ფაშისტური იდეოლოგიის ულმობელმა "მანქანამ"!

პატივი ვცეთ ისტორიას და ამით მომავალ თაობებსაც სწორ ორიენტირს დავუსახავთ...

უფალი შეგვეწიოს!