Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-05-2015, 21:07
ნანახია: 1664

რას პირდებიან „ღამის მგლები“ მიხეილ სააკაშვილს?

"სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მე მასაც ჩამოვკიდებ გეორგიევსკის ბაფთას. შევხვდები და ჩამოვკიდებ!"-აცხადებს რუსი ბაიკერების მოძრაობა "ღამის მგლების" ლიდერი ალექსანდრე ზალდოსტანოვი. ალდოსტანოვმა მოსკოვში გამართული ფაშიზმზე გამარჯვების მარშის შემდეგ ქართველ და რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს და რუსეთს ერთიანი რწმენა აქვს და რაც არ უნდა გააკეთონ, ამერიკისთვის - არაფერი გამოუვათ.

 

"ვამაყობ რუსეთით და მიხარია... ვგრძნობთ, რომ ყველაფერს გადავლახავთ, მტერი დამარცხდება და მოგებული დავრჩებით. სინამდვილეში ეს არის პროპაგანდის და ტყუილის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ.ეს დროებითი მოვლენებია, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. ჩვენ ყველაფერი ერთიანი გვაქვს - რწმენა, ისტორია და რაც არ უნდა გააკეთონ, ამერიკისთვის - არაფერი გამოუვათ. სააკაშვილს მოკითხვა გადაეცით, მე მასაც ჩამოვკიდებ გეორგიევსკის ბაფთას. შევხვდები და ჩამოვკიდებ!",-განაცხადა ზალდასტანოვმა