Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
10-05-2015, 08:17
ნანახია: 979

გიგლა აგულაშვილი:მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში!

"მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში, კადრებს მართლა ვეძებ", - აღნიშნულ განცხადებას გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი  "facebook" -ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

 აგულაშვილი დასაქმების მსურველებს მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის გარანტიას აძლევს.

"ყველას, ვინც აქ (ფეისბუქზე) მწერს და დასაქმებას მთხოვს:
 
1. შეუძლებელია, საკადრო გადაწყვეტილებები მივიღო ამ ფორმატში მიღებული ინფორმაციით.
 
2. არ ვიქნები მართალი: არც კანონიერი იქნება ასეთი გადაწყვეტილება და არც სამართლიანი.
 
3. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში. შემიძლია მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის გარანტია მოგცეთ.
 
4. კადრებს მართლა ვეძებ, საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს.
 
5. კონკურსზე უკეთესი და სამართლიანი სხვა გზა არ ვიცი", - წერს გიგლა აგულაშვილი.