"ციკნიჭამია" ხადური, ჰესების შემგროვებელი კალაძე და ლოცვა-შეგონებანი რომელსაც მამაცაშვილი არ უსმენს

"ციკნიჭამია" ხადური, ჰესების შემგროვებელი კალაძე და ლოცვა-შეგონებანი რომელსაც მამაცაშვილი არ უსმენს

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ლეიბორისტების ლიდერი კვლავ აკრიტიკებს. მისი თქმით ეს ცვლილებები მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ ლარის ინფლაცია და ქვეყანაში არსებული სიღატაკე გადაფარულიყო.

 

"რაც არ უნდა ხელახლა დაამტკიცონ "ციკნიჭამია" და მილიონების ხურუშიანი ხადური, ის მილიონების ჭამას ვერ მოიშლის. რაც არ უნდა გუნდრუკი უკმიო კახი კალაძეს, 19 ჰესიდან არცერთს არ დათმობს და ტარიფს არცერთ თეთრს არ დააკლებს იმიტომ, რომ ეს ფული პირველ რიგში მის ჯიბეს დააკლდება. რაც არ უნდა ლოცვა-შეგონებანი უკითხო ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს არ დაანებებს თავს მილიარდების კეთებას ბაქო-ბათუმის ნავთობ ტრასაზე და ნავთობსადენზე. რაც არ უნდა მოსთხოვო და დაუჩოქო ივანიშვილს არ დათმობს საყდრის, იპოდრომს, ბოტანიკურ ბაღს. ლაგუნა ვერეს ტერიტორია, სამშენებლო ბიზნესს და იმ ძირითად ბიზნეს სეგმენტებს რაც მის ხელშია თავმოყრილი. ამდენად რა? არაფერიც არ მომხდარა ეს იყო დამტკიცება დამტკიცებისთვის" - აცხადებს კვირის ქრონიკასთან საუბარში შალვა ნათელაშვილი

 

წყარო: "კვირის ქრონიკა"

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: