Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
13-05-2015, 14:26
ნანახია: 974

რატომ დატოვა თამარ კორძაიამ „ქართული ოცნება?“

დეპუტატი თამარ კორძაია ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრი აღარ არის. აღნიშნული საკითხი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ. პარლამეტში შესული განაცხადის მიხედვით, სქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91- ე მუხლის მე-5-ე პუნქტის შესაბამისად, თამარ კორძაია, პირადი განცხადების საფუძველზე აღარ ირიცხება ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრად.

გავრცელებული ინფორმაციით კორძაია რესპუბლიკური პარტიის წევრი ხდება. 

 

საპარლამენტო ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, თამარ კორძაიას გადაწყვეტილებაში სკანდალური არაფერია. როგრც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორძაიამ ფრაქცია ,,რესპუბლიკელებში" გაწევრიანების სურვილით უკვე გამოთქვა და ამ საკითხზე უახლოეს პერიდში იმსჯლებენ.

 

"თამარ კორძაია იყო უმრავლესობაში და რჩება უმრავლეობაში. საკუთარ პოლიტიკურ მომავლას ის უკავშირებს ,,რესპუბლიკურ" პარტიას. მან დაწერა განცხადება ფარქციაში შემოსვლის სურვილით. ფრაქცია ამსთან დაკავშირებით შეიკრიბება და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესია", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა