უპრეცედენტო გადაწყვეტილება-მოსამართლე ნანა დარასელია საყდრისში ჩადის

უპრეცედენტო გადაწყვეტილება-მოსამართლე ნანა დარასელია საყდრისში ჩადის

მოსამართლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. საყდრისის გადარჩენის კომიტეტის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა დარასელია საყდრისში ჩადის. როგორც საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ ,,პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიიღო:

 

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა დარასელიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირადად ჩავიდეს შაბათს საყდრისში, არქეოლოგებთან ერთად, ადგილზე ნახოს მიმდინარე სამუშაოები და დარწმუნდეს, არის თუ არა შესაძლებელი უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა." განაცხადა მამალაძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: