თეა წულუკიანი:იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება და ავირჩევთ ახალ მთავარ პროკურორს

თეა წულუკიანი:იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება და ავირჩევთ ახალ მთავარ პროკურორს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს , რომელსაც საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დღეს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა პროკურატურის კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავარი პროკურორის პარლამენტის მიერ არჩევის ახალ წესს ახალი თავისებურებებით.
"ეს ყველაფერი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რომელსაც მრავალი წელი საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ექსპერტი და ორგანიზაცია. სულ ბოლოს გამოითქვა დასაბუთებული რეკომენდაცია და კრიტიკა ეუთოს მხრიდანაც. მე იმედი მაქვს, პარლამენტში დისკუსიები გაგრძელდება. ამ რეფორმას დაამტკიცებს და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე წელს ჩვენ ავირჩიოთ საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი", - განაცხადა წულუკიანმა.


მისივე შეფასებით, ეს არის პრაქტიკულად რევოლუციური ცვლილებები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: