Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
16-05-2015, 12:07
ნანახია: 1002

„მთავრობა დაუკრეფავში გადადის“-ახალი განტევების ვაცის ძიებაში

ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, რომან გოცირიძე, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი უნდა ფლობდეს ინფორმაციას კომერციული ბანკების გადარიცხვებთან დაკავშირებით და ახორციელებდეს კონტროლს ქვეყნის ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ეხმაურება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ "მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა". ეკონომიკური ექსპერტის განცხადებით, მთავრობისათვის მნიშვნელოანი გახდა არა პრობლემის მოგვარება, არამედ კრიზისიდან მშრალად გამოსვლა.

 

" მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა. წამყვანი კომერციული ბანკების (რეალურად მათი კლიენტების) ტრანსაქციების გასაჯაროებას ითხოვს და ამით უნდა ლარის გაუფასურებაში ახალი განტევების ვაცი გამოძებნოს. საგარეო ფაქტორის არგუმენტი არ გამოდგა დამაჯერებელი. ახლა საშინაოს ეძებენ, ოღონდ არა იქ, სადაც საჭიროა. თუ კარგად მიმოთხრიან, დამარხულ ძაღლის თავს მალევე მიაგნებენ. თითო ცალს თითქმის ყველა სამინისტროში. ფინანსთა სამინისტროში თხრაც არაა საჭირო, ზედაპირზევე დევს( ბიუჯეტი), ისევე როგორც ენერგეტიკაში( ტარიფები). მთავრობისათვის მნიშვნელოანი გახდა არა პრობლემის მოგვარება, არამედ კრიზისიდან მშრალად გამოსვლა. არ გამოვა!"-ნათქვამია რომან გოცირიძის განცხადებაში.