Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
17-05-2015, 18:12
ნანახია: 950

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა რეგიონი ფეხზე უნდა დავაყენოთ!

მთავრობამ და ბიზნესმა ერთად ყველა რეგიონი ფეხზე უნდა დავაყენოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ბიზნესმენებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


"გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოების განვითარება, ტურიზმი. აქ ჩვენ შეგვიძლია მეფრინველეობის, მებოცვრეობის განვითარება, რძის, ხორცის, ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება, მეფუტკრეობა, თხილის, კაკლის, წაბლის მოყვანა, რომელიც ძალიან რენტაბელურია; მეთევზეობის განვითარება, მაღალმარჟიანი კულტურების, მაგალითად ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით, გურიაში არის ხილის, ნატურალური წვენების, ეთერზეთების, ტუნგოს წარმოების, ავეჯის, ტექსტილის წარმოებისა და სხვა პოტენციალი და გურია არ უნდა იყოს გაღარიბებულ მდგომარეობაში.


"რეალური პერსპექტივა არსებობს ამ რეგიონში და არ უნდა იყოს გურია ასეთი გაღარიბებული. ეს არის დანაშაული პირდაპირი მნიშვნელობით და ჩვენ – მთავრობამ, ბიზნესმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ფეხზე დავაყენოთ ყველა რეგიონი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.