Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
19-05-2015, 10:30
ნანახია: 1655

რატომ შეუწყდა სადღობელაშვილს დაფინანსება-რამ გააღიზიანა ივანიშვილი?

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშილმა , საქართველოს შინაგან საქმეთა მინისრტს დაავალა შეწყდეს "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელის აქტიურობა. ჟურნალისტის ინფორმაციით, სადღობელაშვილს ივანიშვილის გადაწყვეტილებით შეუწყდა დაფინანსებაც, რომელითაც მას კილაძის ინფორმაციით, "სუსის" ყოფილი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფდა.

 

"მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ლადო სადღობელაშვილის აქტიურობა შემოიფარგლება მხოლოდ "ფეისბუქ" აქტიურობით და როგორც წესი ის ადამიანებს ლანძღავს და ალბათ ამ განცხადების შემდეგ მეც მისი თავდასხმის ობიექტი გავხდები. მე მინდა სრული სერიოზულობით მადლობა გადავუხადო საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. ჩემი ინფორმაციით, მან პირადად დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ ლადო სადღობელაშვილის აქტიურობა უნდა იქნას შეწყვეტილი და მის მივარდნებს, აქციებს და მარგინალურ გამოხდომებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს. ბოლო აქცია , მას უნდა ჩაეტარებინა ალასანიას ოფისთან და მან ამ აქციის ანონსითაც კი ვერ მოიგო ივანიშვილის გული. ასევე მას უკვე აღარ აქვს ის ფინანსები, რომლითაც მას აფინანსებდა სუსის ყოფილი ხელმძღვანელობა,"- განაცხადა ელისო კილაძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.