Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
20-05-2015, 14:35
ნანახია: 1014

პოლიტიზირებული ნაგავი-რატომ გაახსენდა წულუკიანს ნარჩენების პრობლემა ორი წლის შემდეგ?

გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის უხარისხო მშენებლობის შესახებ მასალები პროკურატურას გადაეგზავნა. კილაძე თეა წულუკიანს მიმართავს და აცხადებს, რომ იუსტიციის სახლი შპს"დაგმა" ააშენა, რომელიც 2004 წელსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი მიხეილ შარანგიაა. კილაძეს ასევე აინტერესებს, თუ რატომ გაახსენდა მინისტრს ნარჩენების არსებობა მისი აღმოჩენიდან ორი წლის შემდეგ. კილაძის თქმით, კომპანია შპს"დაგი", რომელსაც ნარჩენების გატანა ევალებოდა ახლა ზვიად ჯანყარაშვილთან და ძმებ ჩხენკელებთანაა პორტირებული და სწორედ ამ კომპანიამ მოიგო "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოცხადებული 6 მილიონ 249 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი კატეგორიაში სამშენებლო სამუშაოები.

 

"იუსტიცისს მინისტრს თეა წულუკიანს ორი წლის მერე გაახსენდა რომ იუსტიციის სახლის სხვენზე სამშენებლო ნარჩენები ინახებოდა. თუ ქალბატონმა წულუკიანმა არ იცის, შევახსენებ მას რომ იუსტიციის სახლი შპს "დაგმა" ააშენა, რომელიც 2004 წელსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი მიხეილ შარანგიაა. თუ თეა წულუკიანმა არ იცის სად იპოვოს აღნიშნული კომპანია რომ მას ტენდერის პირობების შესრულება და სამშენებლო ნარჩენის გატანა მოთხოვოს ვასწავლი შპს"დაგი"აამჯერად ზვიად ჯანყარაშვილთან და ძმებ ჩხენკელებთანაა პორტირებული და სწორედ ამ კომპანიამ მოიგო "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოცხადებული 6 მილიონ 249 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი კატეგორიაში სამშენებლო სამუშაოები და ჩემი ინფორმაციით იმდენი "ატკატი"მიიტანა უკან ვერ ასრულებს ტენდერით დაკისრებულ ვალდებულებებს,"- აცხადებს ელისო კილაძე.

„პირველირადიო“