Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
20-05-2015, 18:07
ნანახია: 1148

პედაგოგ ნონა ალადაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მონიტორინგს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე განახორციელებს

პედგოგ  ნონა  ალადაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მონიტორინგს უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი გიორგი თევზაძე განახორციელებს.

ხვიჩა ბიძინაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ალადაშვილი 2015 წლის 20 მაისს 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრთან, უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან და ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილთან ერთად საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ პრესკონფერენციის გამართვას და შიმშილობის აქციას გეგმავდა. 

როგორც უფლებადამცველმა განუცხადა, ნონა ალადაშვილს, შიმშილობის დაწყებამდე, სამინისტროდან დაუკავშირდნენ და პირობა აღუთქვეს, რომ საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყდება.

უფლებადამცველის განცხადებით, მას დაუკავშირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მასწავლებელი ნონა ალადაშვილი, რომელმაც საჯარო სკოლის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყველა ტესტირება წარმატებით გაიარა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად,   განათლების სამინისტროს მხრიდან შესაბამის სამეურვეო საბჭოს წინაშე, არ იქნა წარდგენლი.

"ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობასთან ვაპირებდით პრესკონფერენციის ჩატარებას. მისი სურვილი იყო, რომ შიმშილობა გამოეცხადებინა, მაგრამ მას გუშინ დაუკავშირდნენ სამინისტროდან და უთხრეს, რომ ეს საკითხი გადაწყდება. ჩვენ აქ მონიტორინგს განვახორციელებთ, რომ ეს დაპირება ბოლომდე შესრულდეს", - განუცხადა "ჯეონიუსს" გიორგი თევზაძემ.

თევზაძის განცხადებით, ისინი გადაწყვეტლების სისრულეში მოყვანას დაელოდებიან. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული საკითხი ალადაშვილს სასარგებლოდ არ გადაწყდება, მაშინ მიმართავენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც და მხარდაჭერას გამოხატავენ ნონა ალადაშვილისა და იმ პედაგოგების მიმართ, რომელთა კანონიერი უფლებებიც სამინისტროს მხრდან ირღვევა.