სად და რატომ გავექცეთ Wi-Fi-ს

სად და რატომ გავექცეთ Wi-Fi-ს

Wi-Fi-ს ფართოდ გავრცელება კარგს არაფერს მოგვიტანს - ირწმუნებიან ამერიკელი მეცნიერები. სიგნალი უარყოფითად მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებაზე - მცენარეებზეც კი. Wi-Fi მნიშვნელოვნად ცვლის წყლის თვისებებს - ეს მაცოცხლებელი სითხე კი ყველა ცოცხალ ორგანიზმშია. საგულისხმოა, რომ Wi-Fi-ს მოქმედების ზონაში მყოფ ადამიანებზე მაგნიტური ქარიშხალი კიდევ უფრო ძლიერად მოქმედებს.


უხილავი საფრთხე - ელექტრომაგნიტური გამოსხივება კაცობრიობას ტექნიკურ პროგრესთან ერთად დაატყდა თავს. ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ტექნოგენური ველების ზეგავლენას არანაირი უსიამოვნო შეგრძნება არ ახლავს თან, არც შედეგები იჩენს თავს მყისიერად, ამიტომ მოსახლეობა ელექტრომაგნიტური გამოსხივების მავნებლობას სათანადოდ ვერ აფასებს. არადა, გარემომცველი სამყარო ტექნოგენური ველების წყალობით მნიშვნელოვნად გაუარესდა.


დღისათვის დედამიწის ელექტრომაგნიტური ფონის დონე, ბუნებრივთან შედარებით, 200 000-ჯერ მომატებულია.

ათწლიანმა კვლევამ დაადასტურა, რომ ელექტრომაგნიტური რადიაცია ატომურზე არანაკლებ საშიშია. ჩვენ გარშემო ჩამოწოლილი უხილავი ელექტრომაგნიტური ბურუსი ადამიანის ელექტრომაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებისას ორგანიზმის საკუთარ ველს აზიანებს. ამას მოსდევს იმუნიტეტის დაქვეითება და ათასგვარი დაავადების წარმოქმნა.

ექსპერტების მტკიცებით, ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ, შესაძლოა,  მეხსიერების გაუარესება, ალცმეიგერისა და პარკინსონის დაავადებები, იმპოტენცია, თვალის ბროლის დაზიანება, სისხლის წითელი სხეულების რაოდენობის შემცირება და სიმსივნეც კი გამოიწვიოს. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ადამიანისთვის სუსტი, მაგრამ მაღალსიხშირიანი ელექტრომაგნიტური გამოსხივება მეტად საზიანოა, ვიდრე გაცილებით მძლავრი, თუმცა, დაბალსიხშირიანი. ეს მოვლენა იმით აიხსნება, რომ პირველი ტიპის ველების ინტენსიურობა ადამიანის ორგანიზმის გამოსხივების ინტენსიურობას ემთხვევა.


კვლევისას მეცნიერები მცენარეებსაც აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ Wi-Fi-ს ზონაში მზარდი ყველა მცენარის მდგომარეობა უარესდება, კაქტუსის გარდა.


განსაკუთრებულად ვნებს სიგნალი ბავშვებს, რადგან მათი ორგანიზმი გამორჩეულად მგრძნობიარეა სხვადასხვა სახის ზემოქმედების მიმართ. როგორც გაირკვა, მცირეწლოვანთა თავის ტვინი სიგნალის რადიაციას შთანთქავს. ნეგატიური ზეგავლენა ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ბავშვებზეც აისახება, ამიტომ ორსულ ქალებს ექსპერტები Wi-Fi-სგან მოშორებით ყოფნას ურჩევენ.


ზოგიერთი მკვლევარი ამგვარ ბრალდებებს გადამეტებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მიკროტალღური ღუმელი, მობილური ტელეფონი ან თუნდაც ტელევიზორი მეტად ვნებს ადამიანს. თუმცა, სანამ მეცნიერები Wi-Fi-ს მავნებლობაზე დავობენ, ურიგო არ იქნება, სავარაუდო უარყოფითი ზეგავლენის თუნდაც ნაწილობრივ თავიდან ასაცილებლად რამდენიმე რჩევა გავითვალისწინოთ: როუტერი იმ დროს მაინც გამოვრთოთ, როცა Wi-Fi-ით არავინ სარგებლობს (ღამით კი - აუცილებლად). გარდა ამისა, სასურველია, ეს მოწყობილობა იმ ოთახში დავდგათ, სადაც შედარებით ნაკლებ დროს ვატარებთ, სიგნალის მიმღები მოწყობილობა კი მუხლებიდან მაგიდაზე ან სხვა ზედაპირზე გადავანაცვლოთ. დიდ ქალაქებში უკვე ძალიან ძნელია Wi-Fi-ს ტალღებისგან დაცული ადგილის პოვნა, თუმცა, მეცნიერთა ნაწილი ყველაზე სახიფათო ზონად როუტერიდან 1 მეტრის რადიუსს ასახელებს, დანარჩენები კი „თავს იზღვევენ“ და საშიშ არეალს 3,5 მეტრამდე ზრდიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: