Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
21-05-2015, 17:52
ნანახია: 3744

განათლების მინისტრი სკანდალში ეხვევა-რა მოხდა მშობლებთან შეხვედრაზე?

"ნუ დატოვებთ ჩვენ ბავშვებს სკოლის გარეთ," - ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია განათლების სამინისტროსთან გაიმართა. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უმასპინძლა.

 

შეხვედრა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ის მოულოდნელად ჯერ მინისტრმა შემდეგ კი უკმაყოფილო მშობლებმა დატოვეს.

 

მშობლები ითხოვენ ცვლილებები შევიდეს იმ კანონის პროექტში, რომლის მიხედვითაც 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებს სკოლაში შესვლის უფლება ჰქონდეთ.

 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პარლამენტს მხარი დაუჭირონ კანონის პროექტს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრმა კობა სუბელიანმა მოამზადა.

 

განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა სუბელიანიც.

 

"მინისტრს არ აქვს არგუმენტები, ის მხოლოდ საუბრობს 5 წლიან ბავშვებზე საუბარს. მან შეგვახვედრა ფსიქოლოგებს, რომლებიც პირად საუბრებში სხვა განცხადებებს აკეთებენ და მინისტრთან სხვას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი მიზანია ბიუჯეტის დაზოგვა. სამინისტროს არ სურს დამატებით ამდენ მოსწავლეს დაურიგონ სახელმძღვანელოები უფასოდ,"- აცხადებს კობა სუბელიანი.