მართლა გასაქცევად ხო არ ემზადებით ქოცებო?!

მართლა გასაქცევად ხო არ ემზადებით ქოცებო?!

არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ იმდენი კი მესმის, რომ ერთ დღეში 10 და მეტი ერთეულით ფულის გამყარება ცოტა უცნაურია, მეტი რომ არაფერი ვთქვათ:
გუშინწინ 1$ 2.37 ლარი იყო. გუშინ 1$ 2,25 ლარი გახდა.
ეს როგორ, ქოცეკონომისტებო???
თუ დღევანდელი კურსი რეალურია, მაშინ მანამდე ტყუოდით!
თუ ადრინდელი კურსი იყო რეალური, მაშინ ეხლა ცრუობთ!

კურსის ასეთ ხელოვნურ თამაშზე, სულ მეასედებზეც რომ იყოს ლაპარაკი, უზარმაზარი ფული კეთდება! ბავშვმაც კი იცის ეს!
როცა ამხელა სხვაობაა, ეს უკვე ფანტაზიის სფეროს სცდება!
რამდენ ხანს გასტანს ეს თამაში? და რა მოხდება მერე, როცა რეალობას დაუბრუნდება ჩვენი უჯანმრთელესი ლარი, და რა მიმართულებით გაიქცევა, ამას რომ ვერ ხვდებოდეთ, შეუძლებელია! არც ასეთი იდიოტები ხართ!
რა ხდება??? მართლა გასაქცევად ხო არ ემზადებით ქოცებო?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: