Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (1)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
22-05-2015, 17:44
ნანახია: 1141

ხელოვნურად გაბერილი შტატები და თბილისის მერიის პრემია-დანამატებზე დაგეშილი ჩინოვნიკები!

 

დედაქალაქის საკრებულო მერიის სისტემაში  გაზრდილ შტატებს ამტკიცებს.

 

ქალაქის მერი ტრადიციულად იქით „უტევს“  ჟურნალისტებს და მათ კითხვას ასე პასუხობს: "არანაირი კადრების დამატება არ ხდება მერიაში, რაიონული გამგეობების სტრუქტურა შევცვალეთ. გარდა ამისა, მრჩევლები, რომლებიც სხვადასხვა სამახურში იყვნენ გაფანტული, მათ ერთ უწყებაში თბილისის მერთან მოვუყარეთ თავი და მერს ეყოლება. არავისსაქმეარარის, რამდენიმრჩეველიეყოლებამერს“ .

 

რამდენად ლამაზია არჩეული მერისგან ასეთი პასუხით ჟურნალისტის გასტუმრება, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ახლა ერთ მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხოთ: რეალურად რა ხდება მერიის სისტემაში და რას ემსახურება ეს ე.წ. სტრუქტურული ცვლილებები?

 

როგორც გახსოვთ, დედაქალაქის  ადმინისტრაციული დაყოფის წესი რამდენიმეჯერ შეიცვალა და თბილისს ხან 10 გამგეობა ჰქონდა, ხან - 5, ხან ისევ - 10. მაშინ, როცა ორი გამგეობა გაერთიანებული იყო გამგეობებს 60-65 შტატი ჰყოფნიდათ იმისთვის, რომ ორი რაიონის მოსახლეობისთვის გაეწიათ მომსახურება. დღეს 10 გამგეობაა და თითოს 120 კაციანი „არმია“ ჰყავს, ანუ ორჯერ მეტი, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მადლიერება მოსახლეობის მხრიდან მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე არ გვსმენია!

 

როგორც გაირკვა, არც ეს 120 მოხელე აღმოჩნდა საკმარისი გამგეობებისთვის და ისინი საშუალოდ 15-20 ადამიანის დამატებას ითხოვენ. ასეთი კი 10 გამგეობაა თბილისში. ეს იმას ნიშნავს, რომ მერიის სტრუქტურას დამატებით საშუალოდ 180 მოხელე დაემატება თავის ხელფასით, საკომუნიკაციო თუ სხვა ხარჯებით. თუ ამას დავამატებთ  ხელფასის ტოლ სახელფასო დანამატს ყოველთვიურად, რომელსაც გამგეობის თანამდებობის პირები, გამგებელი, მოადგილეები, განყოფილების გამგეები იღებენ, საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთან გვექნება საქმე.

 

ხარჯების გაზრდა ცხადია, უმნიშვნელო თემა არ არის იმ ფონზე, როცა ლარის კურსთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოსახლეობის გაღარიბების პროცესი დაიწყო და პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, მაგრამ აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ ცდილობენ გამგეობები  ამ გზით მისთვის სასურველი კადრები დაასაქმონ!..

 

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის წინ დედაქალაქის მერიის და საკრებულოს სისტემაში დასაქმების მსურველთათვის კონკურსი გაიმართა და „ქართული ოცნებისთვის“ სასურველი ბევრი კადრი ჩაიჭრა. ნაცვლად იმისა, რომ მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ეფიქრათ და შემდგომში გამართული კონკურსების გზით მოხვედრილიყვნენ სისტემაში, მათმა „ პატრონებმა“ „პროტეჟეებზე“ სხვანაირად იზრუნეს: ისინი ხელშეკრულებით აიყვანეს ნაწილი კი მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნეს და  მაინც დაასაქმეს მერიის სიტემაში. სწორედ ამ ადამიანებისთვის „გრძელდება“ ახლა ზრუნვა და სწორედ მათ დასაქმებას ემსახურება შტატების მომატება. საქართველოს კანონმდებლობით, მოვალეობის შემსრულებლად 3 თვეზე მეტი ვერ იმუშავებ, ხოლო ხელშეკრულებაც დასაქმების დროებითი ფორმაა და კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევაში იქნას გამოყენებული, როცა მოკლე ვადიან პერიოდში რაიმე კონკრეტული საქმიანობის შესრულებაა საჭირო.  ასე, რომ ეს დროებით დასქამებული ჩაჭრილი, მაგრამ „სასურველი“  (დიდი ალბათობით ნათესავ-მეგობარ, ცოლის ნათესავ-მეგობარ, მეჯვარე, ნათლიის ნიშნით) მუდმივად ვერ გააგრძელებდნენ საქმიანობას სისტემაში. ამიტომაც იზრუნეს „პროტეჟეებმა“ და შტატების დამატება მოითხოვეს!

 

რეალურად, უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა მოხდება: როგორც კი საკრებულო გაზრდილ შტატებს დაამტკიცებს, ამ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება და მინიმალური ზღვარის  გადალახვის შემთხვევაში ეს დროებითი შემსრულებლები და ხელშეკრულებით აყვანილები უკონკურენტოდ დაიკავებენ ადგილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი კონკურსი ფიქციაა და იქ საბუთების შეტანით თავის შეწუხება და გამოცდის ჩაბარება დიდად არ ღირს!

 

ახლა კიდევ ერთი „თვალთმაქცობა“, რითაც თბილისელებს მოზრდილ თანხას გაზრდილი ბიუროკრატიის „შესანახად“ აგვაფცქვნიან. მერიის სისტემაში ახალი განყოფილებების დამატება იგეგმება. მაგალითად, ვაკის გამგეობაში იგეგმება  ისეთი „საჭირო“ და“ საჭირბოროტო“ განყოფილებების დამატება, როგორიცაა „საზოგადოებრივი საბჭოების ფორმირების“, „მართვის და ანალიზის“, „პროვაიდერების ზედამხედველობის და მონიტორინგის“, „თანადაფინანსებული პროექტების“ განყოფილებები და ა.შ.

 

საკითხავია „თანადაფინანსებული პროექტების“ მართვა და კონტროლი რატომ არ შეიძლება „ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის“ განყოფილებებმა განახორციელონ, ან საფინანსო-საბიუჯეტომ, მაგრამ აქ სხვა მიზანია: განყოფილების გამგეს ეკუთვნის ხელფასზე ყოველთვიური დანამატი, მანქანა, საწვავი, ერთი სიტყვით, „კარგი ცხოვრება“ და რატომაც არა? ოღონდ ეს ყველაფერი იმ უმწეოს, ან იმ პენსიონრის ხარჯზე, რომლებსაც ეს გამგეობები „უსახსრობის“ გამო უარს ეუბნებიან დაფინანსებაზე.

 

კიდევ ერთი „თვალთმაქცობა“. საკრებულოს დღის წესრიგში დასამტკიცებლად ეტაპობრივად შედის მერიის სისტემაში გასახორციელებელი ცვლილებები, მათ შორის შტატების ზრდა. ერთბაშად ასეთი ზრდა თვალში უფრო მოგვხვდება და რომ არ „გავნერვიულდეთ“, ასე იზრუნა ჩვენზე მერიამ.

 

საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებების ფონზე, რომლის აუცილებლობასაც უკვე ხადურიც კი არ მალავს, მერიის ასეთი ხელგაშლილობა პირდაპირ მიუთითებს, რომ „პარამეტრებს“ რიგით თბილისელებს შეგვიმცირებენ, გასაოცრად გადიდგულებული  ნარმანია და მისი „ოცნების ამხდენი“  მერიის და გამგეობების სამსახურები კი გროშ-კაპიკსაც არ მოიკლებენ, პირიქით, პრემია-დანამატებზე უკვე  „დაგეშილები“  უფრო მეტად გაიხსნიან ხელ-ფეხს ქალაქის ბიუჯეტის სათავისოდ „მოსარგებად“.

 

მარიამ მახვილაძე