Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
22-05-2015, 18:40
ნანახია: 1249

გიორგი თევზაძე: „ადვოკატის როლის შესუსტება პირდაპირ უარყოფითად აისახება დემოკრატიულ პროცესებზე“

უფლებადამცველი და ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის თანათავმჯდომარე  გიორგი თევზაძე გამოეხმაურა მოწმის სახით ადვოკატების ძალოვან სტრუქტურებში მოწმის სახით დაბარების ფაქტებს.

"სრულად ვეთანხმები და ვიზიარებ ზაზა ხატიაშვილის პოზიციას: ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის როინ მიგრიაულის, ასევე ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილისა და  ზოგადად ადვოკატების მოწმეების სახით დაბარებასთან დაკავშირებით. დაუშვებელია და შეიძლება გონივრული ეჭვის საფუძველზე ეს ქმედებები შეიძლება ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაზე ზეწოლად და ჩარევად იქნას აღქმული. აუცილებელია ხელისუფლებამ მხედველობაში მიიღოს საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც დემოკრატიული ქვეყნები ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობენ, მათ შორის გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ (ჰავანა კუბა 1990 წელი). ,,გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატის როლის შესახებ", რომლის მე–16 მუხლის თანახმად სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს, ადვოკატების მიერ თავიანთი პროფესიული ფუნქციების შესრულება დაშინების, დაბრკოლების, ღირსების შელახვის და არასათანადო ჩარევის გარეშე. მსგავსი ქმედებები შეიძლება შეფასდეს როგორც ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ადვოკატის როლის შესუსტება პირდაპირ უარყოფითად აისახება დემოკრატიულ პროცესებზე და ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. გვსურს ხელისუფლებამ სრულად გააცნობიეროს  აღნიშნული რისკები და არ დაუშვას საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების დარღვევა", –აღნიშნულია გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.