Iverioni
«    სექტემბერი 2020    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
სექტემბერი 2020 (5)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
23-05-2015, 23:32
ნანახია: 14605

შვეიცარია მიგრანტებს სოფლის მეურნეობაში დასაქმებას და 3 ათას ევროიან ხელფასს სთავაზობს

შვეიცარია მიგრანტებს ფერმერის სტატუსსა და სამუშაოს სთავაზობს. მთავრობა მზადაა, მათ მინიმალური ხელფასი გადაუხადოს და ენა უფასოდ შეასწავლოს.

 

შვეიცარიის ფერმერთა კავშირი გეგმავს საკუთარ სფეროში მიგრანტები და თავშესაფრის მიღების მსურველები მიიზიდოს. "ჩვენ მათ ვთავაზობთ სექტორში არსებული ხელფასების ადეკვატურ ანაზღაურებას, ასევე შვეიცარიის ოთხი ეროვნული ენიდან ერთერთის შესწავლის შესაძლებლობას," – ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

 

ფერმერთა კავშირი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მინიმალურ ხელფასს 2300 ფრანკის ანუ 2 ათასი ევროს ოდენობით, მუშაობის მეორე თვიდან კი ეს მოცულობა 3 ათას ევროს მიაღწევს.

 

ამჟამად შვეიცარიის სოფლის მეურნეობა მუშახელის ნაკლებობას განიცდის. დღემდე ფერმერები ამ დეფიციტს პოლონელი და პორტუგალიელი მიგრანტების დაქირავებით ავსებდნენ. თუმცა ახლა შვეიცარიაში ბევრი მიგრანტია აფრიკული ქვეყნებიდან. ზოგიერთი მათგანი ქვეყანაში 3 და 6 წელიცაა იმყოფება. 

წყარო: commersant.ge