Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
25-05-2015, 15:43
ნანახია: 9380

გადააყენებენ თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს?

"ეს შეტევა არის ეროვნულ ბანკთან და პრეზიდენტთან მიმართებაში ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული," - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი მმართველი გუნდის ახალ ინიციატივას რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს და ცალკე ერთეულად უნდა ჩამოყალიბდეს ზედამხედველობის სამსახური.

 

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ამბობს, რომ მთავრობა ცდილობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გაათავისუფლოს.

 

"ეს შეტევა არის ეროვნულ ბანკთან და პრეზიდენტთან მიმართებაში ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული. ეს არის მცდელობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვადაზე ადრე გადააყენონ თანამდებობიდან. ეს იქნება დამანგრეველი ეროვნული საბანკო სისტემისთვის. უნდა დამშვიდდეს ვითარება ქვეყანაში და უნდა მიეხედოს იმ ეკონომიკურ სეგმენტებს რომელიც ქვეყანაში   სავალუტო შემოდინებებს უზრუნველყოფს," - აცხადებს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი.