Iverioni
«    დეკემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
დეკემბერი 2017 (5)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
27-05-2015, 14:14
ნანახია: 1916

გადაარჩინე ფუტკარი - შეინარჩუნე პლანეტა

2015 წლის 27 მაისს, 17:00 საათზე, ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით რიყეზე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური ღონისძიება გაიმართება. ფუტკრის გადარჩენისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის 250 ქალაქში ერთდროულად მოეწყობა. ღონისძიების მონაწილეები და მოხალისეები ფიჭის ფორმის კედელს ააგებენ. ამ მასშტაბურ ღონისძიებას გინესის რეკორდის წიგნში შეიტანენ.


ღონისძიების მიზანია ფუტკრის მნიშვნელობის როლის აღნიშვნა პლანეტის ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, ასევე თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების გამოყენებით ჯანსაღი ცხოვრების წესის იდეის გავრცელება.


ფუტკრების რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით მცირდება და ეს საგანგაშო სტატისტიკა დღითიდღე იზრდება. ფუტკარი ეკოლოგიური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლია, ის მცენარეების 80%-ის დამმტვერავია. ეკოლოგიური სისტემიდან ფუტკრის ამოვარდნა კაცობრიობას კატასტროფის წინაშე დააყენებს.


ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია "ტენტორიუმი" და ფუტკრის დაცვის მსოფლიო ფონდია (World Save Bee Fund e.V) ფონდის წევრები მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები არიან. ფონდი აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს, რაც ხელს შეუწყობს ფუტკრის გადარჩენას.