ინტერნეტ ტელევიზიებს შეზღუდვები უწესდებათ

ინტერნეტ ტელევიზიებს შეზღუდვები უწესდებათ

საკანონმდებლო ორგანოში ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტ ტელევიზიებს შეზღუდვები უწესდებათ, თუმცა მაუწყებლის შესახებ კანონში კონკრეტული მონაცემები არ არის მოყვანილი.

მაუწყებლობის შესახებ კანონში არსებულ ხარვეზებზე სხდომათა დარბაზში დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ისაუბრა.

"არსებობს ინტერნეტტელევიზიები, საკმაოდ ბევრი, მათ შორის, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი. მათ შორის ახლა რაც მახსენდება არის fresh news-ი. რომლის სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების მიმართ არის კრიტიკული და მმართველ გუნდს კორუფციაში ამხელს. დღეს ირკვევა, რომ თურმე წესდება შეზღუდვები ინტერნეტტელევიზიებისთვის მაშინ, როცა კანონში ამის შესახებ არცერთ მუხლში არცერთ გვერდზე არ არის საუბარი," - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ დეპუტატის შენიშვნას დარბაზშივე უპასუხა და განაცხადა, რომ შეზღუდვები კავკასუსსა და სილქნეტს ეხებოდა. თუმცა დარბაზში მინისტრის მოადგილეს ჩიორა თაქთაქიშვილმა კანონში არსებული ჩანაწერი წაუკითხა. დეპუტატმა განაცხადა, რომ კანონში სილქნეტზე და კავკასუსზე საუბარი არ არის.

ამის შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დრო ითხოვა და დეპუტატებს აღნიშნული ნორმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას მაუწყებლობის შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვის დროს დაპირდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: