ალექსი პეტრიაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონ ხვდება.

 

შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების მნიშვნელობაზე მან კიდევ ერთხელ გამოხატა ურყევი პოლიტიკური ნება - საქართველო გახდეს ევროპისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. 

 

დეიმონ ვილსონმა დადებითად შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერა, უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებვით, რისთვისაც ალექსი პეტრიაშვილმა მადლობა გადაიხადა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: