ათონელის რეზიდენციის სკანდალი- გამოიყენებს თუ არა მთავრობა სამართლებრივ მექანიზმებს?

ათონელის რეზიდენციის სკანდალი- გამოიყენებს თუ არა მთავრობა სამართლებრივ მექანიზმებს?

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

 

"იყო მსჯელობა იმაზეც, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისნიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ ვინაიდან, ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა მართლაც მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მითუმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით, ასე რომ იმედი უნდა გამოვთქვათ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ბევრ უწყებას, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ხელნაწერთა ცენტრს, ხელოვნების მუზეუმს და ა.შ აქვთ შენობების პრობლემა. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: