Iverioni
«    ივლისი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
ივლისი 2020 (3)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
29-05-2015, 14:14
ნანახია: 1187

გიორგი თევზაძე: „მარიხუანას ლეგალიზაცია კონკრეტულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ბოლო პერიოდში  მიმდინარე კამპანიას "მარიხუანას" დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნულ მოთხოვნას მოზარდი თაობისთვის საფრთხის შემცველად განიხილავს.

 

"საზოგადოებაში მიდის აქტიური მსჯელობა და პროპაგანდა მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე. ამ საკითხზე მსჯელობა გაუგებარია მაშინ, როდესაც ჰოლანდიაშიც კი მსჯელობენ ლეგალური მოხმარების შეზღუდვებზე. ამ საკითხზე არსებობს არაერთი ფსიქოლოგის, ექიმის, სოციოლოგის, პედაგოგისა და დარგის ექსპერტის უარყოფითი და, რაც მთავარია, არგუმენტირებული პოზიცია იმის თაობაზე, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია კონკრეტულ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ ნეგატიურ პროცესებთან ერთად, ეს მცენარე ხელმისაწვდომი გახდება მოზარდი ახალგაზრდობისათვის, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს გენოფონდზე და ახალი თაობების, სტუდენტი ახალგაზრდობის ჯანსაღ განვითარებაზე. რატომღაც უცხოეთიდან ხდება ყოველივე არაჯანსაღის ექსპორტის მცდელობა, მისი შესწავლისა და შესაძლო შედეგების ანალიზის გარეშე, წამბაძველობით, რომელიც სამწუხაროდ დადებით შედეგებს არ გამოიღებს მომავალი თაობისათვის. რა თქმა უნდა არც იმ მოსაზრებას არ ვეთანხმებით რომ ამ მხრივ მართლსაჯულების მხრიდან  ადგილი ჰქონდეს ნულოვან ტორანტულ მიდგომებს, აუცილებელია განხორციელდეს ამ საკითხის ყოველმხრივი ექსპერტული ანალიზი და დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ანალიზის პირობებში დაუშვებლად იქნება მიჩნეული მისი დეკრიმინალიზაცია,"-ნათქვამია გიორგი თევზაძის განცხადებაში.