Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
30-05-2015, 23:03
ნანახია: 1194

პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ

პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ "ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია. მმართველი გუნდის წევრების შეფასება უარყოფითია.

 

"ძვირფასს უკრაინის ხალხს, განსაკუთრებით კი ოდესის მოსახლეობას ვუთანაგრძნობ. ეს არის, ჩემის აზრით, უკრაინის ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომა. ეს მათი გადასაწყვეტია. მე არ ვერევი მათ საქმეში," - ამბობს უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე.

 

დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე კი აცხადებს, რომ, თუკი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება.

 

"მისივე კანონია ეს და, თუკი ის გუბერნატორი ხდება, შესაბამისად ხდება უკრაინის მოქალაქე, მან უნდა დათმოს საქართველოს მოქალაქეობა. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, სააკაშვილისთვის თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვფიქრობ ეს იქნეოდა უპასუხისმგებლო და საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება," - ამბობს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.